Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/mocvi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/mocvi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630

ხილი ქართული

ნატურალური, ქართული პროდუქტიპროდუქცია

ჩვენ შესახებ

გამოცდილი პერსონალი გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას. არაერთი საკონდიტრო და ქსელური მარკეტი სარგებლობს ჩვენი მომსახურებით, რადგან ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური და რაც მთავარია ქართული ხილი. ასევე გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს თბილისის მაშტაბით და შესაძლებელია ხილის გაგზავნა სხვადასხვა რეგიონებში.
ჩვენი პროდუქცია
რატომ ჩვენი პროდუქტი?
რატომ ჩვენი პროდუქტი? რატომ ჩვენ ? მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს ქართულ ნატურალურ პროდუქციას სწორედ ამიტომ ჩვენ შემოგვაქვს პირველი ქართული კენკროვანი ხილი, რომელიც დაკრეფილია საქართველოს სოფლებში ჩვენს მიერ.ჩვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტით , არსებული მომხმარებელი არის ყოველთვის კმაყოფილი.
მარწყვი (მალინა მარწყვი)

დახლებზე კარგა ხანია გამოჩნდა ერთ-ერთი უგემრიელესი ხილი – მარწყვი. ის მხოლოდ არაჩვეულებრივი გემოთი კი არ გამოირჩევა, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს.თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ფოთოლიც კი წამალია.მარწყვი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. მასში უხვად არის ვიტამინი C (5 ცალი მარწყვი იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ერთი მოზრდილი ფორთოხალი), ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი. თუ მარწყვს კვირაში რამდენიმეჯერ მიირთმევთ, სისხლძარღვთა კედლები გაგიმაგრდებათ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.

ვრცლად
ჟოლო

გარდა იმისა, რომ ჟოლო გემრიელი და არომატულია, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს A, PP და B2 ვიტამინებს, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე მოქმედებენ.ჟოლო ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს. 

გარდა სამკურნალო თვისებებისა ჟოლოს ასევე გამოიყენებენ კონდიტერები.

ვრცლად
ალუბალი

ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მერქნიანი მცენარეა, აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად.ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფს სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს.

საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ბალამწარას შეჯვარებით.

ვრცლად
მაყვალი

მაყვალი საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არის გავრცელებული იგი მიეკუთნება კენკროვან ჯიშს.

ვრცლად

ჩვენი უპირატესობები

ჩვენ შემოგვაქვს პირველი ქართული კენკროვანი ხილი, რომელიც დაკრეფილია საქართველოს სოფლებში ჩვენს მიერ.

1

ნატურალური

2

ქართული

3

ხარისხიანი
სერვისები
ადგილზე მიტანის და მომმარაგების სამსახური მუშაობს ყოველ დღე, შეკვეთის შესრულება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.ადგილზე მიტანას ვანხორციელებთ თბილისში და საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. იმისათვის, რომ თქვენი შეკვეთა შესრულდეს, საჭიროა შეკვეთა გააფორმოთ 24 საათით ადრე. ექსპრესს შეკვეთის შემთხვევაში დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში ტელეფონის ნომერზე 599804420
bucket iconადგილზე მიტანა
bucket iconმომარაგება