ჟოლო

გარდა იმისა, რომ ჟოლო გემრიელი და არომატულია, მას სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.ჟოლო დიდი რაოდენობით შეიცავს A, PP და B2 ვიტამინებს, რომლებიც კანის ტონუსზე, სიმკვრივეზე, სიგლუვესა და ფერზე მოქმედებენ.ჟოლო ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნის პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, სასარგებლოა ორსულთათვის, რადგან ფოლიუმის მჟავას შეიცავს. 

გარდა სამკურნალო თვისებებისა ჟოლოს ასევე გამოიყენებენ კონდიტერები.

მსგავსი პროდუქცია
მოცვი

ლურჯი მოცვი ყინვაგამძლე, ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. ვერ იტანს გვალვას.

ვრცლად
მაყვალი

მაყვალი საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად არის გავრცელებული იგი მიეკუთნება კენკროვან ჯიშს.

ვრცლად
ალუბალი

ალუბალი ვარდისებრთა ოჯახის მერქნიანი მცენარეა, აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად.ალუბლის ახალმოკრეფილი ნაყოფს სამკურნალო თვისებები აქვს. კერძოდ, შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, გლუკოზასა და ფრუქტოზას, ასევე B1, B6, C, E, K და PP ვიტამინებს.

საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ბალამწარას შეჯვარებით.

ვრცლად
მარწყვი (მალინა მარწყვი)

დახლებზე კარგა ხანია გამოჩნდა ერთ-ერთი უგემრიელესი ხილი – მარწყვი. ის მხოლოდ არაჩვეულებრივი გემოთი კი არ გამოირჩევა, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს.თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ფოთოლიც კი წამალია.მარწყვი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. მასში უხვად არის ვიტამინი C (5 ცალი მარწყვი იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ერთი მოზრდილი ფორთოხალი), ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი. თუ მარწყვს კვირაში რამდენიმეჯერ მიირთმევთ, სისხლძარღვთა კედლები გაგიმაგრდებათ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.

ვრცლად