მარწყვი (მალინა მარწყვი)

დახლებზე კარგა ხანია გამოჩნდა ერთ-ერთი უგემრიელესი ხილი – მარწყვი. ის მხოლოდ არაჩვეულებრივი გემოთი კი არ გამოირჩევა, არამედ უამრავი სასარგებლო თვისებაც აქვს.თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ფოთოლიც კი წამალია.

მარწყვი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილი საბადოა. მასში უხვად არის ვიტამინი C (5 ცალი მარწყვი იმდენსავე C ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ერთი მოზრდილი ფორთოხალი), ვიტამინი B5, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა, ფოლიუმის მჟავა, იოდი. თუ მარწყვს კვირაში რამდენიმეჯერ მიირთმევთ, სისხლძარღვთა კედლები გაგიმაგრდებათ. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისებებიც.