| ორშ | სამშ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
|---|---|---|---|---|---|---|
|   |   | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 |   |   |   |   |

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მოცვის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ვებ-გვერდზე. თქვენ სავარაუდოდ ფიქრობთ და გაინტერესებთ მოცვის წარმოება, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, რადგან მომგებიანობის მაღალი დონის გარდა, მოცვის წარმოებას მნიშვნელოვანი დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოს კეთილდღეობაზე.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში კენკროვან კულტურებს შორის მოცვმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. მისთვის დამახასითებელი სამედიცინო მნიშვნელობის და გამოყენების ფართო სპექტრის გამო იგი მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია საუკეთესო ხილად. მოთხოვნა და ინტერესის დონე აღნიშნული პროდუქტის მიმართ მაღალია და სისტემატიურად მატულობს როგორც მოცვის წარმოების არეალი, ასევე სარეალიზაციო ბაზარი.
ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ დაგხვდებათ მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მოცვის წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურებისა თუ პროექტის დეტალების შესახებ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ ელ. ფოსტის მეშვეობით
პროექტის ფარგლებში ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი: + 995 605 105. კომპეტენტური ოპერატორები უზრუნველყოფენ თქვენს დარეგისტრირებას ჩვენს პროგრამაში და ასევე პასუხს გასცემენ თქვენს ნებისმიერ შეკითხვას პროგრამის ირგვლივ.